ირაკლი ჩიქოვანი: ვაჭრობის ობიექტები ვალდებულები არიან, პერსონალი პირბადითა და ხელთათმანით აღჭურვონ
საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები განმარტა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან, პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით, ასევე, ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.
„საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულები არიან, გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა, პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.