დავით ზალკალიანი იტალიელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს

“თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა იმ ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად, სადაც „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი twitter-ში წერს.

მინისტრის თქმით, შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მხარდაჭერა და თანაგრძნობაა.

„ამ პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადი ვართ და თანაგრძობას, მხარდაჭერასა და ვალდებულებებისადმი ერთგულებას კრიზისიდან ჩვენი გამოყვანა შეუძლია“, – წერს დავით ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები