ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6650-მდე გაიზარდა – ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა

ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6650-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი – 335-მდე, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

ამის პარალელურად, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა.

მისი თქმით, ამიერიდან ქვეყანაში ორ ადამიანზე მეტის თავშეყრა აკრძალულია, ასევე, აიკრძალა ქორწილები, გასართობი ღონისძიებები, გამონაკლისს წარმოადგენს დაკრძალვის ცერემონიები.

“დადგა დრო, გავაკეთოთ მეტი ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის. ბრიტანელებს ვეუბნები – დარჩით სახლში. ეს ყველაზე მთავარია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია”, – აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.

ქვეყანაში, სურსათის მაღაზიების გარდა, ყველა მარკეტი დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები