საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ჩაკეტვის ვადა გახანგრძლივდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვარი 20 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი.
ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
შტაბში აღნიშნავენ, რომ სატვირთო გადაზიდვებისთვის ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო დერეფანი მოქმედებს.
საქართველო-აზერბაიჯანის შორის საზღვარი 13 მარტს ჩაიკეტა.