ბათუმში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ცნობისთვის დღეს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი იქნა 6 საეჭვო პაციენტი, რომელთაც ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებოდათ. მათ შორის იყო სასტუმრო ,,ჰილტონიდან“ ერთი უცხოელი. პაციენტის ანალიზის პასუხები გადაგზავნილი იქნა ლაბორატორიაში.
ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის დავით მურვანიძის განცხადებით, 5 პირი ინფექციურში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.
ბათუმში ჯამში კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან სამი დღეს დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –235 პირი. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8 ადამიანი.