ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს,მათ შორის სოფელ როხში კეთდება შემოვლითი გზის მონაკვეთი,ასევე, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა.

სამშენებლო სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩერდება.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება,აქედან ხუთი პროექტი არის გზების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა.ერთი არის საბავშვო ბაღის მშენებლობა,რომელიც მიმდინარეობს.~ სოფელ როხში კი, მიმდინარეობს შემოვლითი გზის რეაბილიტაცია,რომელიც 735 000 ლარის ღირებულებისაა. საერთო ჯამში აღნიშნული სამუშაოები 3 200 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე,იმედი გვაქვს, რომ დამატებით კიდევ გამოიყოფა თანხები. ასევე, ტენდერების შედეგად რაც დარჩა თანხები მათი ათვისება მოხდება და ეს ტემპი იქნება სრულად შენარჩუნებული. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩერდება,არა მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული,არამედ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული. ორ დღეში კიდევ ახალ კონტრაქტს მოეწერება ხელი და დავიწყებთ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ფასადის კეთილმოწყობას. ვცდილობთ, რომ ტემპი არ შევაჩეროთ და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მივიყვანოთ დასასრულამდე”,- განაცხადა არჩილ გოგსაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები