მოთხოვნები და ვალდებულებები სურსათის მწარმოებლებისათვის – რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა

კორონავისრუსის გავრცელების გამო საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთელი რიგი იურიდიული და სამართლებლივი ნორმების გარდა, საგანგებო მდგომარეობა სურსათის წარმოების ნორმებსაც ადგენს.
N181 დადგენილების თანახმად, ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები;

ბ) პერსონალის მიერ გამოყენებულ იქნას პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;

გ) პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;

დ) გაზრდილი სიხშირით მოხდეს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

ე) სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები