დახმარება ბიზნესს – მთავრობა სასტუმროებს საბანკო ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დღეიდან ახალ პროგრამას „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ იწყებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებასა და ბაზარზე ოპერირების გაგრძელებაში.
შესაბამისად, პროგრამა იმ მეწარმე სუბიექტებს დაეხმარება, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული სირთულების გამო კომერციულ ბანკში აღებული სესხი მომსახურებაში პრობლემები შეექმნათ.
პროგრამის პირობები:
აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1-ელ მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად ასევე 2020 წლის 1-ელი მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად.
არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს:
1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში
300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში
250 000 (ორასორმოცდაათი ათასი) ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;
კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში;
სასტუმრო უნდა მოიცავდეს 4-დან 50-ის ჩათვლით ფუნქციონირებად სასტუმრო ნომერს;
მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია;
პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშიაკლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.
პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
განაცხადების მიღება გაგრძელდება 1-ელ მაისამდე.