დმანისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

დმანისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მოქმედ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ყოველდღიურად აცნობენ.

ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ, მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დეზინფიცირება უტარდება. სპეციალური ხსნარებით მუშავდება აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები