სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 26, თვითიზოლაციაში კი 329 ადამიანი რჩება
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში – 329 ადამიანი იმყოფება, ზედამხედველობიდან მოიხსნა – 63 პირი, კარანტინში კი – 26 ადამიანია, მათ შორის 13 პირი იძულების წესით იქნა რეგიონიდან საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი.
“დღეს ყველა მათგანი გყვავს ჯანმრთელად, თუ საჭიროება გახდა, მათ აუცილებლად გადავიყვანთ ჰოსპიტლებში და ვიმოქმედებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებით”, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.