“არ არის ის ქაოსი, რაც კარანტინის გამოცხადებამდე იყო” – რა ვითარებაა მარნეულში

გვიან ღამით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონად გამოცხადდა. აღნიშნულის თანახმად,  იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
“რეგიონული კვირა” მარნეულის ერთ-ერთ მცხოვრებს დაუკავშირდა. თუ რა ვითარებაა ამ დროისთვის, ქალაქში ადგილობრივი ნონა სამხარაძე სატელეფონო ინტერვიუში გვიყვება:

“ქალაქი მთლიანად დაკეტილია და არ მოძრაობს არავინ, თუმცა მეუბნებიან, რომ სოფლებში მაინც შეიმჩნევა ხალხმრავლობა. უშუალოდ ქალაქში სიმშვიდეა. არ არის ის ქაოსი, რაც საკარანტინე ზონად გამოცხადებამდე იყო და ეს ძალიან კარგია. საკვებზე ჯერ არ გავსულვარ, მქონდა მარაგი, თუმცა, როგორც ვიცი, მაღაზიები, აფთიაქები და “ავერსის” კლინიკა მუშაობს ჩვეულებრივად. ინფორმაციას მედიასაშუალებებიდან ვიღებთ”, – ამბობს ნონა სამხარაძე.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მას შემდეგ დაწესდა, რაც მარნეულის ერთ-ერთ მცხოვრებს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, მისი კონტაქტების სრულად მოძიება კი შეუძლებელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები