აზერბაიჯანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
აზერბაიჯანი მიმდინარე წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ აღიარებს 22 მარტს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს დიალოგსა და აფხაზეთის საკითხის მშვიდობიან დარეგულირებას, საერთაშორისო ნორმების ფარგლებში“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.