WHO: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 300 ათასს მიუახლოვდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 292 142 შეადგენს, 12 784 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ამის შესახებ ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენშია ნათქვამი.

უკანასკნელი სტატისტიკის თანახმად, 21 მარტის მდგომარეობით, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა ევროპაშია – 151293 ინფიცირებული და 7 426 გარდაცვლილი.

მეორე ადგილზე დასავლეთ–წყნარი ოკეანის რეგიონია, რომელსაც მიკუთვნებულია ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა და იაპონია. აქ, 21 მარტის მდგომარეობით, 94787 დაავადებული და 3438 გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები