რუსთავის მერიამ დღეს საბავშვო ბაღებიდან სურსათის გაცემა დაიწყო
ქალაქის საბავშვო ბაღებში რუსთავის მერიამ, სურსათის გაცემის პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, დღეიდან დაიწყო. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქალაქის მერიაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, საკვები პირველ ეტაპზე 950 ბენეფიციარს: სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და მარტოხელა დედებს გადაეცემათ.
“ამ ეტაპზე პროდუქტს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახები მიიღებენ. რაც შეეხებათ დანარჩენ ბავშვებს, ის თანხა, რომელიც მათი კვებისთვის იყო განსაზღვრული, შენახულია, არანაირი კლება არ განუცდია და როცა ეს ყველაფერი გადაივლის და სააღმზრდელო პროცესი აღდგება ბაღებში, პადაგოგებთან და მშობლებთან ერთად მოვიფიქრებთ, რა სიურპრიზი დავახვედროთ მათ ბაღებში. ახლა, ამ ეტაპზე, მათვარია გვერდში დავუდგეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს თანადგომას“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
საბავშვო ბაღებიდან გასაცემ პროდუქტს, ბენეფიციართა ნაწილს მოხალისეთა ჯგუფი მიუტანს. მოხალისე სთოფერების სერვისი, რუსთავის მერიამ გუშინდელი დღიდან აამოქმედა. ისინი, სოციალური სასადილოებით მოსარგებლე ხანდაზმულ და დაავადების რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს და მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით გამოკვეთილ ბენეფიციარებს საკვებს და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებს, ადგილზე მიუტანენ.