მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსში” კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსში” კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ წუთებში ადგილზე თბილისის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ეპიდემიოლოგებს ელოდებიან.
ეპიდემიოლოგები მიიღებენ გადაწყვეტლებას გახდება თუ არა აუცილებელი პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ამ წუთებში მოკვლევა მიმდინარეობს, ჰქონდა თუ არა პაციენტს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან “ჯეო ჰოსპიტალში” მკურნალობის დაწყებამდე.
როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, პაციენტი მარნეულის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, შედიოდა თუ არა მედპერსონალი დაავადებულ პაციენტთან სპეციალური ეკიპირებით.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3, კარანტინში იმყოფება 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.