გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 99-მდე გაიზარდა

გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 99-მდე გაიზარდა. უახლოესი ინფორმაციით,  ლანჩხუთს თვითიზოლაციაში მყოფი სამი ადამიანი დაემატა.

“კარანტინი სამ ადამიანს დაუმთავრდა, გვყავდა 24 და ახლა არის 21. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფებს, ამჟამად ოზურგეთში 39 ადამიანია, ჩოხატაურში 11 და ლანჩხუთში უკვე 49. ბოლო სამი რამდენიმე წუთის წინ დაემატა. სულ ჯამში მათი რაოდენობა 99 გახდა”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში,ბოლო მონაცემებით,კორონავირუსის 49 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია,კარანტინის რეჟიმში რჩება 1966 ადამიანი,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები