გარდაბანში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეებმა მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებსა და სასურსათო მაღაზიებში “წითელი ჯვრის” მოხალისეებმა ადგილობრივებს ორენოვანი საინფორმაციო და სარეკომენდაციო ბროშურები დაურიგეს.

ღონისძიების ფარგლებში მოხალისეებმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს აზერბაიჯანულ ენაზე ვერბალურად ის რეკომენდაციები გააცნეს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასცემს.

“ჩვენ ვცდილობთ, განურჩევლად დავიცვათ უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციები და დირექტივები, რომლებიც მნიშვნელოვანია და თვითმმართველობის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენლები სისტემატურ კონტროლზე აყვანით ახორციელებენ ურთიერთობებს მოქალაქეებთან. მუნიციპალიტეტს მხარდამხარ აქტიურად მუშაობენ საქართველოს “წითელი ჯვრის” მოხალისეები. ისინი საინფორმაციო ბროშურებს ურიგებენ მოსახლეობას და უხსნიან იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების მიერ არის გაცემული”,- აღნიშნა მერის მოადგილემ, რევაზ ეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები