თამარ მახარობლიძე: ამ რეალობის გათვალისწინებით საგანგებო მდგომარეობისთვის ზუსტი დრო იქნა შერჩეული
სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის მისაღებად ზუსტი დრო იქნა შერჩეული.
„ამ რეალობის გათვალისწინებით საგანგებო მდგომარეობისთვის ზუსტი დრო იქნა შერჩეული. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და გადავადება, თუმცა, დღევანდელ მოცემულობაში გამოწვევა უფრო დიდია, რისთვისაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოსალოდნელი და თანმიმდევრული ნაბიჯია მთავრობის მხრიდან. ქვეყანა, წინარე ნაბიჯების გათვალისწინებით, მყისიერად შეძლებს შესაბამის რეჟიმში გადასვლას. #დარჩისახლში”, – აღნიშნავს მახარობლიძე.