გია აბაშიძე: არც კომენდანტის საათი და არც მედიაზე ცენზურა – “ლაითი” საგანგებოა და დროული
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და განმარტავს, რომ მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება დროულია.
„შიდა გადაადგილება არ იზღუდება. მხოლოდ 10 და მეტი ადამიანის შეკრებაა აკრძალული. არც კომენდანტის საათი და არც მედიაზე ცენზურა. ტვირთების საზღვარზე მოძრაობა თავისუფალია. ფასებზე სამთავრობო კონტროლის მექანიზმიც ამოქმედდება. ასე რომ, ნუ ჩაპანიკდებით! “ლაითი”საგანგებოა და დროული. მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება!” – წერს ანალიტიკოსი.