ზესტაფონში მიუსაფარ ცხოველებს სახლები დაუდგეს

” ერთად ავაშენოთ კერას” პროექტი, რომელიც მიუსაფარი ძაღლების ზრუნვაზეა ორიენტირებული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა.

ზესტაფონში “კერამ” ძაღლებისთვის ხუთი სახლი ჩამოიტანა და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განათავსა. აღნიშნულ ინიციატივას, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძეც შეუერთდნენ.

ზესტაფონის მერმა “კერას” წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ყველას ვალდებულებაა.

“ერთად ავაშენოთ კერა” – სლოგანი, რომლის გარშემო ადამიანთა ჯგუფი გაერთიანდა, უკვე მესამე თვეა, რაც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავენ და საკუთარ გამოცდილებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს უზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები