​პრეზიდენტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას სწრაფი რეაგირებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისათვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტისა და WHO-ის გენერალური დირექტორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას სწრაფი რეაგირებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან საბრძოლველად ელემენტარული სამედიცინო დახმარების ჩატანისათვის მადლობას უხდის.
“ამ საერთო გაჭირვების ჟამს ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები