დედოფალი ელისაბედ II თვითიზოლაციაშია
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე, მეუღლე პრინც ფილიპთან ერთად, კორონავირუსის გამო, ვინძორის სასახლეში თვითიზოლაციაში იმყოფება.
დედოფალს ვირუსის ნიშნები არ აქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის 93 წლის არის, და მედიკოსების შეფასებით აღნიშნული ასაკი განსაკუთრებული რისკის შემცველია, დედოფალი, სულ მცირე, ერთი თვით თვითიზოლაციაში დარჩება.
დედოფლის სახელით გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის გამო, ბრიტანეთის და მსოფლიოს მოსახლეობა “მაღალ გაურკვევლობაში და შიშის ქვეშ ცხოვრობს”.
ბრიტანეთში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია.
ლონდონში განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს.