ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ექვსი პაციენტის პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, კლინიკაში სამი ახალი პაციენტია გადაყვანილი და მათი პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან ერთი გამოჯანმრთელებული,კარანტინის რეჟიმში რჩება 1575 ადამიანი,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 275 პაციენტი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები