ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.
შიდასავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1804 ლარი ღირს, 1 ევროს შეძენა კი 3.4997 ლარადაა შესაძლებელი.