ქუთაისში ქუჩების კურთხევა დაიწყო
ქუთაისში სასულიერო პირებმა ქუჩების კურთხევა ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან დაიწყეს.
”ჩვენი მეუფეს ლოცვა-კურთხევით მოხდება მთელი ეპარქიის კურთხევა. ამ პერიოდში მრევლს ვეტყოდი, წმინდა წერილში წერია ასეთი რამ – ”ნუ შეეშინა შიშისა და არ იყო შიში”, ამიტომ, როდესაც არის ისეთი პროცესი, როდესაც არის შიშის აუცილებლობა, უნდა გვეშინოდეს, დანარჩენი ადამიანმა წინასწარ თავი ფსიქოზში არ უნდა ჩააგდოს იმიტომ, რომ ჩვენ, ყველა ადამიანი მოკვდავი ვართ და სიკვდილის დამთრგუნველი ჩვენი მაცხოვარია თავისი აღდგომით, ამიტომ ჩვენი გონება უფრო ეკლესიისკენ და ქრისტესკენ უნდა მივმართოთ, რადგან სწორედ ეკლესიის მადლია, რომელიც ადამიანს ცხონების გზაზე აყენებს და მარადიულ უკვდავებას უქადაგებს. ასე რომ, ქრისტიანს სიკვდილის და ასეთი რაღაცების არ უნდა გვეშინოდეს. გვეშინოდეს მხოლოდ საკუთარი ცოდვისა. უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ და მივენდოთ ეკლესიას”, – განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ.
კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია ქუჩების კურთხeვის ცერემონიას სხვადასხვა ქალაქში ატარებს.