ბრიტანეთში ჯარი საგანგებო მზადყოფნის რეჟიმშია მოყვანილი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დამატებით 10 ათას ჯარისკაცს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მოიყვანს, მათი ამოცანა, კორონავირუსის ინფიცირების მატების შემთხვევაში, სამოქალაქო საგანგებო სამსახურების დახმარება იქნება.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

მანამდე თავდაცვის უწყებამ 10 ათასი ჯარისკაცი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მოიყვანა, ასევე, რეზერვისტებს აქვთ რეკომენდაცია, იყვნენ მზადყოფნის რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები