ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ჩხოროწყუს მუნისიპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა დასახლებებში ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სამუშაოები ინტენსიურად, ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ჩხოროწყუში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლებს, ბაღებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადმინისტრაციულ შენობებს.
სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე, გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე, ვალერი თოდუა ადგილზე გაეცნენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოაგილე, ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.