ბათუმისა და ქობულეთის ქუჩების კურთხევა დაიწყო
ბათუმისა და ქობულეთის ქუჩების კურთხევა დაიწყო. სასულიერო პირები ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან მსვლელობით ქუჩებში გადაადგილდნენ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ბრძანებით, ქალაქის კურთხევა მანქანებიდან არ მოხდება, სასულიერო პირები ქალაქს ფეხით შემოივლიან.
ქალაქების კურთხევა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ხორციელდება. ღონისძიება საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს ინიციატივით ხდება. 17 მარტს, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩებიც აკურთხეს.