გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა
გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 სინჯიდან ყველა უარყოფითია.
“გუშინ გაიგზავნა 6 ნიმუში, შემდგომ კვლავ დაემატა 4 საეჭვო პაციენტის ნიმუში, ანუ მთლიანობაში, ლაბორატორიაში 10 პირზე გაიგზავნა საკვლევი მასალა და ათივე არის უარყოფითი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირებზე არ დასტურდება ვირუსის არსებობა. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რამდენიმე მათგანს უფიქსირდება დაბალი ტემპერატურული რეაქცია, თუმცა, როგორც გითხარით, მათ კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ”, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებული 1, კარანტინში 1592ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 262პაციენტია მეთვალყურეობის ქვეშ.