საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია:
“ამჟამად, კვლავ მოქმედებს შემდეგი სახის შეზღუდვები: ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის სასადილო–თელავის (კმ28–კმ65) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვაზიანი-შუამთის (კმ32–კმ56) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ასევე, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხე მოხსნილია. საავტომობილო გზების დეპარტამეტის მიერ აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობაა თავისუფალი. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის ლახამულა-კალა (კმ102-კმ182) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის ლახამულა-მესტია (კმ102-კმ138) თავისუფალია, ხოლო მესტია-კალაზე (კმ138-კმ182) დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ასევე, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ102 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები