ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში X საიუბილეო ფესტივალი – „საგურამოს კამერატა“ გაიხსნა

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში X საიუბილეო ფესტივალი – „საგურამოს კამერატა“ გაიხსნა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა სცენაზე გახსნა, ხოლო Georgian Six-ის საკონცერტო პროგრამა მუზეუმის სივრცეში შესრულდა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი კამერული მუსიკის მეათე ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი სამ საკონცერტო საღამოს მოიცავს და მონაწილეებს საქართველოდან, იტალიიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები