კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს მუსიკოსსა და დირიჟორს – თეონა ცირამუას
კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს მუსიკოსსა და დირიჟორს – თეონა ცირამუას.
„ქალბატონი თეონა არის მსოფლიოში სახელგანთქმული გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი. მან, თავისი პროფესიონალიზმით, იშვიათი ნიჭითა და დაუღალავი მუშაობით უამრავ ადამიანს შეაყვარა საგუნდო სიმღერა და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, აჩვენა ქალების ძალა ხელოვნებაში.
ქალბატონი თეონა ყოველთვის ახალ-ახალ აღმოჩენებს უზიარებს მსმენელებს და ამას, თავის გუნდთან ერთად, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და სიფაქიზით აკეთებს.
რამდენიმე დღის წინ სწორედ გორის ქალთა გუნდმა გახსნა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, რაც დიდი ნდობისა და აღიარების დადასტურებაა.
ქალბატონ თეონას ვუსურვებთ ბედნიერ დედობასა და დიდ წარმატებებს“! – წერია მილოცვაში.