ესპანეთში კორონავირუსისგან უკვე 309 ადამიანია გარდაცვლილი
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსის ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 9191 შეადგენს.
El Pais–ის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის მადრიდის თემის პრეზიდენტი, ისაბელ დიას აიუსოა.
დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა მადრიდშია – 4 ათასზე მეტი, აქვეა გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი –213.
ვირუსი 500–ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.