ნათია თურნავა: ზამთრის კურორტები წყვეტს მუშაობას, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზამთრის კურორტების დახურვის შესახებ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია.​

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადაზე ადრე დავხურავთ ზამთრის სეზონს ზამთრის კურორტებზე. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ უკვე დავალება გაცემული მაქვს და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება კონსერვაცია ჩვენი ტექნიკისა, რომელიც ემსახურებოდა კურორტს, ასევე, დასაწყობება. შესაბამისად, კურორტები წყვეტს მუშაობას და ეს არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი ვირუსის გავრცელების პრევენციასთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები