საქართველო – რუსეთის საზღვარი ჩაიკეტა

საქართველო–რუსეთის საზღვარი, კორონვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან დროებით ჩაიკეტა.

შეზღუდვა არ ვრცელდება არც რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ბრუნდებიან და არც –  გადაზიდვებზე.

საზღვრის ნაწილობრივ ჩაკეტვის პარალელურად, აბაშიძე-კარასინის ე.წ. პრაღის ფორმატში 20 მარტისთვის დაგეგმილი შეხვედრაც გადაიდო.

გარდა ამისა, სარფის საბაჟოზე მიმოსვლა მგზავრებისათვის დროებით შეიზღუდა. ფიზიკური პირებისთვის სარფის საკონტროლო პუნქტი ჩაიკეტა. შეზღუდვა არ ვრცელდება სატრანზიტო მიმოსვლაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები