ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 11 პაციენტის ანალიზის პასუხები უარყოფითია. მათ კოვიდ-19 არ დაუდგინდათ.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ტემპერატურის მატებით ერთი ადამიანია გადაყვანილი, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა და მას კორონავირუსზე სინჯებს აუღებენ.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა, საკარანტინო რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54, ერთი მოქალაქე კი გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები