იუნესკო: კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით სკოლაში 421,4 მლნ ბავშვი არ დადის
“მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ბავშვების რეკორდული რაოდენობაა მოკლებული სწავლის შესაძლებლობას”, – ნათქვამია იუნესკო-ს ანგარიშში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ, 13 მარტის მდგომარეობით, 61 ქვეყნის სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა შეჩერებული, მათგან, 39 ქვეყანაში სწავლა ქვეყნის მასშტაბით არის შეჩერებული და რაც 421,4 მლნ მოსწავლეს შეეხო. 22 ქვეყანაში კი სწავლა ადგილობრივ დონეზე შეიზღუდა.
”იმ შემთხვევაში, თუ ამ 22 ქვეყანაშიც შეზღუდულიყო სწავლა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სწავლასთან წვდომა 500 მლნ ბავშვს აღარ ექნებოდა”, – ნათქვამია იუნესკო-ს ანგარიშში.
ორგანიზაციას იმ ქვეყნების ნუსხას აქვეყნებს, სადაც სკოლები მთელს ტერიტორიაზე დახურული, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა, ასევე, იმ ქვეყნებს სადაც შეზღუდვა ადგილობრივ დონეზე მოქმედებს.
იუნესკო-ში აღნიშნავენ, რომ სკოლების თუნდაც დროებითი დახურვა მაღალ ეკონომიკურ და სოციალურ ზარალს იწვევს, რადგან სკოლების დახურვასთან დაკავშირებული დარღვევა, სხვადასხვა თემის მოსახლეობას შეეხება, მისი შედეგი კიდევ უფრო სავალალოა მძიმე მდგომარეობის პირობებში მცხოვრები ბავშვებისთვის.
კერძოდ, სკოლები უზრუნველყოფენ ბავშვების საჭირო განათლებას და როდესაც ისინი იხურება მოსწავლეებს ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ასევე არსებობს კვების ნაწილი, როდესაც უამრავ ბავშვს სკოლაში უფასოდ კვების შესაძლებლობა აქვს, სკოლების დახურვა კი, მათ ამ შესაძლებლობის გარეშე ტოვებს.
იუნესკო-ში, ასევე, ხაზს უსვამენ სხვა თანმდევ პრობლემებს, მაგალითად იმას, რომ მშობლები არ არიან მზად დისტანციური სწავლებისთვის – როდესაც იხურება სკოლები მშობლებს სთხოვენ ბავშვებს სახლში ამეცადინონ, თუმცა ისინი ამას სრულფასოვნად ვერ ახერხებენ, განსაკუთრებით ეს ეხებათ შეზღუდული განათლებისა და რესურსების მქონე მშობლებს. აღსანიშავია ასევე ციფრულ სასწავლო პროგრამებთან არათანაბარი წვდომა. არსებობს ასევე ბავშვების მოვლის პრობლემა – მომუშავე მშობლები ბავშვებს ხშირად სახლში მარტოდ ტოვებენ, რამაც შეიძლება სარისკო მოქმედებები გამოიწვიოს მათი მხრიდან, მათ შორის თანატოლების მხრიდან ზეწოლის მატება. არსებობს ასევე მაღალი ეკონომიკური დანახარჯი – როდესაც სკოლები იკეტება, მშობლები სამსახურს აცდენენ, რაც მათი მხრიდან ანაზღაურების დაკარგვას იწვევს და პროდუქტიულობაზე უარყოფითად ისახება. ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის ზრდა – ქალები ჯანდაცვის სფეროს დიდ ნაწილს წარმოადგენენ და ბავშვებზე ზრუნვის გამო, სამსახურში გასვლას ვერ ახერხებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო მუშაკები ვერ ახერხებენ ყოფნას იქ, სადაც ისინი ძალიან საჭიროა. ასევე იჩენს თავს სოციალური იზოლაცია.
იუნესკო ქვეყნებს სთავაზობს დისტანციური სწავლების პროგრამებზე გადასვლას.