Reuters: ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში მასობრივ ევაკუაციას გეგმავენ

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საგანგებო გეგმას ამუშავებენ, რათა რუსული ჯარების გაზრდის ან თავდასხმის შემთხვევაში ასობით ათასი ადამიანის ევაკუაციას გაუმკლავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ ნატოელ პარტნიორებთან შეშფოთება დიდი ხნის წინ გამოხატა, რის მიზეზადაც კიბერშეტევები, დეზინფორმაციული კამპანიები და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული გამანადგურებლებისა და დრონების შეჭრა დასახელდა.

კრემლი აცხადებს, რომ ნატოზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს, თუმცა სამმა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გააორმაგა.

„საფრთხეები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს“, – განაცხადა ლიეტუვის სახანძრო სამსახურის უფროსმა რენატას პოზელამ.

Reuters-მა განმარტა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნდება დეტალები პოტენციური ევაკუირებულების რაოდენობის შესახებ, რომელთათვისაც ოფიციალური პირები ემზადებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები