“ნაცი” გინდა ღობის იქით დააბი, გინდა – ღობის აქეთ, “ნაცი” მაინც “ნაცია” და მისი აზროვნების მასშტაბი და ღირებულებები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი” – გიორგი გაბუნია
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, 4 ოქტომბერს, რაც მოხდა, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ სახელმწიფო გამოეცადათ.
“ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო არის დაბალი ღობე, ისინი მზად უნდა იყვნენ იმ პასუხისმგებლობისთვის, რა პასუხისმგებლობაც მათ დაეკისრებათ.
“ნაცი” გინდა ღობის იქით დააბი, გინდა – ღობის აქეთ, “ნაცი” მაინც “ნაცია” და მისი აზროვნების მასშტაბი და ღირებულებები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ამიტომ, ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი და პრეცედენტი ყველა იმ ადამიანისა თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც ეცდება, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით შეცვალოს ხელისუფლება, დამთავრდება ზუსტად ისე, როგორც დაუმთავრდათ ამ ადამიანებს”, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.