სუს-ის თანამშრომლები რუსთავის ციხეში პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვის მიზნით იმყოფებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რუსთავის ციხეში პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვის მიზნით იმყოფებიან. ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა იმავე საქმეზე იკითხებიან, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილია დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს.

„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე“, – დაწერა ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები