პუტინი ახალი იარაღის შესახებ აცხადებს – “ტესტირებას წარმატებით გავდივართ”

რუსეთმა შესაძლოა, ახალი იარაღის შემუშავების შესახებ მალე გამოაცხადოს, ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაჯიკეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ის ახალი იარაღი, რომლის შესახებაც ერთხელ ვახსენეთ. ის შემუშავების პროცესშია და ტესტირებასაც წარმატებით გავდივართ.

ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალა უფრო ინოვაციურია. ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან აქტიურად ვავითარებთ. ყველაფერი ჯერ კიდევ მუშავდება და ჩვენ მას ვხვეწთ”,- განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბევრს აკეთებს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კრიზისების მოსაგვარებლად.

პუტინის თქმით, რუსეთი და აშშ კვლავ ერთგულნი რჩებიან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მიმართ ალასკის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები