“არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს – ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია; ტოპტვინები აშკარად შენელდნენ” – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ტექსტში პაპუაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა – “დიახ, მყარი ღობე იყო… იმ დროს!”
“საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს – ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია. ტოპტვინები აშკარად შენელდნენ”, – წერს პაპუაშვილი.