ქადაგიშვილი – 4 ოქტომბრის მოვლენებზე: წარმოუდგენელი დანაშაულია საზოგადოების, ქვეყნის, სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინაშე, რომ ასეთი ტიპის მოძალადეებს კანონმა არ გასცეს შესაბამისი პასუხი

“ვისზეა ეს მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, არის ორგანიზატორებზე, პოლიტიკურს პარტიაზე, პოლიტიკურ პირსა თუ სხვადასხვა ჯგუფზე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებებით გამოდიოდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

“დღეს ყველა ცდილობს, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და ხელი შეაწმინდოს მხოლოდ იმ ორგანიზატორებს, რომლებიც დაკავებულები არიან და იმ კონკრეტულ შემსრულებლებს, ვინც ამ ძალადობრივ აქციას ახორციელებდნენ. უნდა ითქვას, რომ არავის არავის დაკავება არ უხარია, მაგრამ წარმოუდგენელი დანაშაულია საზოგადოების, ქვეყნის, სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინაშე, რომ ასეთი ტიპის მოძალადეებს კანონმა არ გასცეს შესაბამისი პასუხი”, – განაცხადა  ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები