ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონა სანადირო თოფიდან გასროლით დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა. გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში აღენიშნება. გავრცელებული ცნობით, ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.
დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.