ირაკლი ხელაძე: ბაჩო ახალაია იყო ბუნებით მოძალადე და დღევანდელ პროცესებშიც მისი მონაწილეობა ძალიან დიდი ეჭვის საფუძველს მიჩენს

„ბაჩო ახალაია იყო ბუნებით მოძალადე და დღევანდელ პროცესებშიც მისი მონაწილეობა ძალიან დიდი ეჭვის საფუძველს მიჩენს რომ იქნებოდა ორგანიზების იმ ნაწილში რომ დამხობის სცენარი ბოლომდე განვითარებულიყო,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ხელაძემ, 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბაჩო ახალაიას დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მერამდენედ ვნახეთ მცდელობა იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლება ძალის გამოყენებით დაემხოთ. მათ შორის გარე აქტორების ჩართულობით, მათი მოწოდებებით, მათი განცხადებებით, მათი წახალისებით. ამ ადამიანებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რომელიმე ეტაპზე, რომ მოენდომებინათ წინა წარუმატებელი დამხობების და რევოლუციების შემდეგ აიღებდნენ ამას და კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდნენ დიალოგს და საუბარს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. საქმე, როდესაც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, უსინდისობას, უტიფრობას, უნამუსობას იქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ზედმეტია. თუ ვინმე დააკისრებს მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეს იქნება ქართველი ხალხი, რომელმაც არაერთხელ გამოუტანა უკვე პოლიტიკური განაჩენი, როგორც აქ მომუშავე აგენტებს, ისევე იმ აგენტებს, რომელიც ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს მზაკვრული მიზნების განხორციელებაში“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები