მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ სებასტიან ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა. ამის შესახებ ნათქვამია ელისეს სასახლეს განცხადებაში.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ლეკორნუ აცხადებს, ის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას ეთანხმება.