“ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და, მათ შორის, ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის” – მაჭარაშვილი
„არსებობს კარგი ევროპული ტრადიციები, რაც თავსებადია ქართულ ტრადიციებთან და, ბუნებრივია, რომ ამას ჩვენ ვიღებთ, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ იმ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დგას და უარს ვეუბნებით ლგბტ პროპაგანდას. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ გამოკითხვად. წელიწადში უკვე ორჯერ გვითხრა ქართულმა საზოგადოებამ, რომ სწორია ეს პოლიტიკა, რომ უარს ვამბობთ ყოველგვარ ლგბტ სიგიჟეზე და ვდგავართ ოჯახურ სიწმინდესა და ტრადიციებზე“, – ამბობს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.