250 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი ღაზაში დაბრუნდა
ღაზას სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, მას შემდეგ, რაც პალესტინურ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, ღაზას ქალაქში დაახლოებით 250 000 იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა.
„ზავის ძალაში შესვლის შემდეგ ღაზას ქალაქში დაახლოებით 250 000 იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა“, – განუცხადა სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა „ალ ჯაზირას“.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ღაზას სექტორისთვის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის განხორციელებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.