თელავის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსის დიაგნოზით, გუშინ ახალი სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი თელავის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მგზავრია.

კორონავირუსის დადასტურებული კიდევ სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი თელავის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი ქალის დიაგნოზია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლი ცენტრის კახეთის რეგიონის სამმართველოში განუცხადეს.

პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრენილი 47 წლის ქალი თელავის საკარანტინო სიცრცეში 14 მარტს განთავსდა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ქალს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებიდა, რის გამოც, თავდაპირველად, რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, ინფექციურში გადაიყვანეს, სადაც გუშინ მიღებული პასუხებით მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ქალბატონი ბელგიიდან იყო ჩამოსული, აღენიშნა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ინფექციურში იქნა გადაყვანილი, სადაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა მას კახეთის რეგიონში კონტაქტი არავისთან ჰქონია და ის 24 პერსონალიც, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, სათანადოდ აღჭირვილი იყო”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

თვითიზოლაციაში კახეთის მასშტაბით 110 პირი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა, საკარანტინო რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54, ერთი მოქალაქე კი გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები