მარსელიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი 35 მოქალაქე საირმის ახალ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ, გვიან ღამით მარსელიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი 35 მოქალაქე გადაიყვანეს. როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიძე აღნიშნავს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არიან მეთვალყურეობის ქვეშ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მკურნალობას გაივლიან.

ცნობისთვის, საკარანტინო სივცრეები ამ დრომდე იმერეთის მასშტაბით მხოლოდ საჩხერესა და წყალტუბოს სასტუმროებში იყო.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართცელოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პაციენტი რჩება, ერთი კი გამოჯანმრთელებულია და სახლში სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები